მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ 89 მლნ აშშ დოლარის 6 087 ერთეული ელექტრომობილი იყიდა, რაც ნიშნავს რომ 2026 წელს იმპორტი 39.3%-ით არის შემცირებული.
ზრდა განსაკუთრებით მასშტაბური 58.4% მთავარი ბაზრიდან, აშშ-იდან არის.
მხოლოდ ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილების იმპორტიორი TOP-10 ასეთია:
- აშშ - 63.1 მლნ აშშ დოლარის 4 891 ერთეული;
- ჩინეთი - 14.07 მლნ აშშ დოლარის 637 ერთეული;
- გერმანია - 5.5 მლნ აშშ დოლარის 55 ერთეული;
- იაპონია - 3.1 მლნ აშშ დოლარის 357 ერთეული;
- კანადა - 1.1 მლნ აშშ დოლარი 81 ერთეული;
- უკრაინა – 428.4 ათასი აშშ დოლარის 3 ელექტრომობილი;
- თურქეთი – 265.1 ათასი აშშ დოლარის 7 ელექტრომობილი;
- შვედეთი – 255.3 ათასი აშშ დოლარის 4 ელექტრომობილი;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 246.3 ათასი აშშ დოლარის 22 ელექტრომობილი;
- ბელგია – 186.7 ათასი აშშ დოლარის 4 ელექტრომობილი.
შეგახსენებთ, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი აქციზისგან არის განთავისუფლებული.




























