"ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრი და გერმანიაში საქართველოს ექს-ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა. იგი პარტიის სიის პირველმა ნომერმა პარტიის თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა.
"გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის ბიზნესის და ეკონომიკის მაგისტრი, ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებათა დოქტორო. გუჯა არის გამოცდილი ეკონომისტი, საჯარო პოლიტიკის ექსპერტი, მას აქვს 12 წელზე მეტი გამოცდილება საჯარო მართვის და სხვადასხვა სფეროებში და მათ შორის პოლიტიკაში. გუჯა გახლდათ ყველაზე კეთილსინდისიერი და ღირსეული მინისტრი, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მას აქვს უდიდესი გამოცდილება როგორ უნდა აშენო ქვეყანა და ეს კეთილსინდისიერად გააკეთო და არა ისე როგორც დღეს აკეთებენ" - განაცხადა გიორგი გახარიამ.