ელექტრონული კომერციის ბაზარი საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება. ელექტრონული კომერციის შეფასებულმა ბაზრის ზომამ 2022 წელს 1,300 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 82%-იან ზრდას ნიშნავს. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში კი ბაზრის ზომა 1,026 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ საუბარია "თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.
ორგანიზაციის დაკვირვებით, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის მაღალი წილი მოსახლეობაში, განაპირობებს მზარდ მოთხოვნას ელ. კომერციაზე. ამასთან, ქალაქის მოსახლეობის ზრდა ელ. კომერციაზე დადებითი ეფექტით ხასიათდება, რადგან ქალაქებში შედარებით მაღალია ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი
"თიბისი კაპიტალის" მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის მონაცემებით, კომპანიის ვებ-გვერდების მხოლოდ 18%-ს ჰქონდა ონლაინ შეკვეთის განთავსების და გადახდის ფუნქციონალი