"თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ მიმოხილვის მიხედვით, ქართული ბიზნესების ელექტრონული კომერციით მიღებული შემოსავლები საქართველოში შემცირებულია, თუმცა გაზრდილია სხვა ქვეყნებში.
მაგალითად, ქართული ბიზნესების ელ.კომერციით მიღებული შემოსავლების საქართველოში 2020 წელს 66% იყო, აღნიშნული რაოდენობა 2021 წელს 17%-ით შემცირდა და 49% შეადგინა, ხოლო 2022 წელს 47% გახდა. სამაგიეროდ ქართული ბიზნესების ელ.კომერციით მიღებული შემოსავლები გაზრდილია სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებიდან ეს შემოსავლები თუ 2020 წელს 14% იყო, 2021-2022 წლებში 17 და 15 პროცენტი გახდა.
შემოსავლები გაზრდილია დსთ-ს ქვეყნებიდანაც, მაგალითად 2020 წელს იგი 10%, ხოლო მომავალ ორ წელში 15 და 11 პროცენტამდე გაიზარდა.
რაც შეეხება აშშ-ს 2020-2021 წლებში იგი 6% იყო, ხოლო 2022 წელს 2%-ით გაზარდა.
როგორც კვლევაშია ნათქვამი 2021-2022 წლებში, საქართველოში განხორციელებული გაყიდვების წილის შემცირება ადგილობრივი ბიზნესების შემოსავლების დივერსიფიცირების ზრდას ასახავს.