მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[EMAAR-ის ინვესტიცია] ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება - აჭარის ფინანსთა მინისტრი

ჯაბა ფუტკარაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, რომ EMAAR-ის 6$-მილიარდიანი ინვესტიცია, რომლის ჩადება მათ შორის გონიოში იგეგმება, ბიუჯეტის შემოსავლების და ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.

მან ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ჯაბა ფუტკარაძის თქმით, ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რაზეც დიდი აქცენტი და მოლოდინებია. მან აღნიშნა, რომ კვლევითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

"მოგეხსენებათ, 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა. უკვე მიმდინარეობს გარკვეული კვლევითი, პროცედურული სამუშაოები და რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკური აქტივობის. ასე რომ, ეკონომიკური და საინვესტიციო თვალსაზრისით, საკმაოდ წარმატებულ წელს ველით",- თქვა ჯაბა ფუტკარაძემ.

ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტისას გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დეველოპერული კომპანია EMAAR ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. კობახიძის განცხადებით, თბილისსა და გონიოში პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება.

რა ვიცით საქართველოში EMAAR-ის $6 მილიარდიან საინვესტიციო გეგმაზე?

რას საქმიანობს ჰოლდინგი EMAAR-ი, რომელიც "ოცნების" მთავრობის თქმით, საქართველოში "მრავალ მილიარდს" ჩადებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები