მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით ბაზრის მონაწილეებთან შეხვედრა შედგება - მაია მელიქიძე

მაია მელიქიძე
17.06.24 11:16
111

GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ამბობს, რომ ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.

როგორც მაია მელიქიძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, შეხვედრაზე ბაზრის მონაწილეები გაეცნობიან როგორი იქნება ენერგეტიკული მოდელი.

„პირველ ივლისს იხსნება ენერგეტიკული ბირჟაზე. 11:00 საათზე იწყება ვორქშოპი ამასთან დაკავშირებით. ბაზრის მონაწილეებს უნდა გავაცნოთ თამაში წესები, ასე შეიძლება ითქვას და ავუხსნათ, თუ რა მნიშვნელობა, დატვირთა აქვს და როგორი იქნება ენერგეტიკული მოდელი. დღეს შედგება ეს შეხვედრა და დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ ბოლომდე გავცეთ პასუხები“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.

ცნობისთვის, ენერგეტიკული ბირჟა, რომლის გახსნაც 6-ჯერ გადავადდა, მიმდინარე წლის პირველ ივლისს ნაწილობრივ გაიხსნება და საწყის ეტაპზე პლატფორმაზე ვაჭრობა გენერაციის ობიექტებისთვის და მსხვილი კომპანიებისთვის ნებაყოფლობით იქნება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრები ამოქმედდება, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები