მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ ბირჟაზე მყიდველების და გამყიდველების ფასები ერთმანეთს უახლოვდება - მაია მელიქიძე

მაია მელიქიძე

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე ამბობს, რომ მართალია ენერგეტიკულ ბირჟაზე ჯერჯერობით გარიგება ვერ შედგა, თუმცა გამყიდველების და მყიდველების ფასი ერთმანეთს ეტაპობრივად უახლოვდება.

„1-ელ ივლისს ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდა, ეს ძალიან მისასალმებელია, ვინაიდან პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით. ჯერ გარიგება არ შემდგარა, თუმცა ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ გამყიდველმა შესთავაზა ფასი 14 თეთრზე ოდნავ მეტი, მყიდველმა დააფიქსირა ფასი 12 თეთრზე ოდნავ მეტი, ანუ მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა. თუმცა, რაც დრო გადის, ეს მაჩვენებელი უფრო უახლოვდება ერთმანეთს, გამყიდველი ფასს აკლებს, მყიდველი ნელ-ნელა უმატებს. ამიტომ, ველოდებით კონკრეტულ მომენტს, როდესაც მყიდველის და გამყიდველის ფასი ერთმანეთს დაემთხვევა და პირველი გარიგება შედგება“,- აღნიშნა მან ჟურნალისტებთან.

შესაძლო მამოტივირებელი მექანიზმებზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ, მაია მელიქიძემ განმარტა, რომ იქნება კომუნიკაცია სახელმწიფო ელექტროსისტემასა და კერძო სექტორს შორის და სავარაუდოდ, სექტემბერში უკვე ჩამოყალიბებული იქნება შესაბამისი ხედვა.

„დაახლოებით სამ კვირაში, მაღალი ალბათობით შედგება კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და კერძო სექტორს შორის, სადაც დავინახავთ, თუ რა განვითარება პოვა პროცესმა ერთი თვის განმავლობაში. ჩემი პროგნოზია, რომ შემდეგ უკვე სამი თვე მოხდება ამ ტიპის შეხვედრები და დაახლოებით სექტემბრიდან უკვე იქნება კონკრეტული ხედვა, თუ რა ტიპის მექანიზმით შეიძლება, რომ მეტი წახალისება მოხდეს“,- განმარტა მაია მელიქიძემ.

6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, თუმცა ჯერჯერობით, ბირჟაზე გარიგება ვერ შედგა, რაც მყიდველების და გამყიდველების ფასებს შორის განსხვავებამ განაპირობა.

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის ბირჟაზე 6 მონაწილეა:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები