მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ ბირჟაზე გაყიდული დენის მხოლოდ 0.3% მოდის - OMNIA

ენერგეტიკული ბირჟა

გახსნიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ქვეყანაში გაყიდული ელექტროენერგიის მხოლოდ 0.28% ივაჭრებოდა. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია OMNIA-ს მიერ მომზადებულ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვაშია წერია. 2024 წლის ივლისიდან, ანუ მას შემდეგ რაც ბირჟა გაიხსნა ნოემბრის ჩათვლით ჯამში 17.5 მლნ კვტ.სთ გაიყიდა, მაშინ როცა გამომუშავება ამ პერიოდში თითქმის 6 მილიარდი კვტ,სთ იყო.

ნოემბერში, ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა მხოლოდ 483 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია იყო, რომლის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე ლარებში 13.9 თეთრი შეადგინა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა ჯერჯერობით დეკემბერში არ ყოფილა.

საქართველოს ენერგეტიკის ბირჟას, რომელმაც ფუნქციონირება 2024 წლის ივნისიდან დაიწყო ოთხი თანაბარი მოწილე ჰყავს: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა; ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია. ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება 2024 წლის პირველი ივლისიდან დაიწყო და ამ დროისთვის ბირჟაზე 21 კომპანია ვაჭრობს.

ექვსჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები