სექტემბერში, საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტიურობა გასულ ორ თვესთან შედარებით ნაკლები იყო. ამის შესახებ ენერგეტიკის საკონსულტაციო კომპანია OMNIA-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარს მიმოიხილავს.
სექტემბრის ანგარიშში მოყვანილი ერთ-ერთი საკითხი სწორედ დღით ადრე ბაზრის შედეგებია. როგორც ირკვევა, გასულ თვეში ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა მხოლოდ ერთ დღეს შედგა.
ამასთან, იმ ერთი დღის მონაცემებით, როდესაც ვაჭრობა შედგა, წინა პერიოდთან შედარებით ნავაჭრი ელექტროენერგიის მოცულობამ იკლო, ხოლო ფასი შედარებით მაღალი დაფიქსირდა. კერძოდ, დღით ადრე ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიის მოცულობამ 232.8 მგვტ.სთ შეადგინა, ფასმა კი 148.32 ლარი/მგვტ.სთ.
რაც შეეხება სხვა ტენდენციებს, სექტემბერში ელექტროენერგიის გენერაციამ 1 124.2 გვტ. სთ შეადგინა, ხოლო თვის განმავლობაში წმინდა მოხმარება 1 099.5 გვტ. სთ.
სექტემბერში საქართველოში ელექტროენერგიის წმინდა იმპორტმა 27.1 გვტ. სთ შეადგინა. რუსეთიდან იმპორტზე 20.7 გვტ. სთ მოდის, ხოლო აზერბაიჯანიდან წმინდა იმპორტმა 6.7 გვტ. სთ შეადგინა.
ამას გარდა, გასულ თვეში საქართველოს გავლით, აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტმა 362.5 გვტ. სთ შეადგინა.
თბოელექტროსადგურების გარანტირებული სიმძლავრის საფასურის სახით სექტემბერში 16.1 მლნ ლარი იყო გადახდილი.
OMNIA მიუთითებს, რომ საქართველოს რეგიონში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან (ჰიდრო, ქარი, მზე) გენერაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოტენციალი აქვს, თუმცა მხოლოდ 19%-ს იყენებს.
საქართველოში გენერაციის ობიექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე ამჟამად 4634.28 მეგავატია. აქედან: ჰიდროსადგურების - 3396.18 მგვტ, თბოელექტროსადგურების - 1181.4 მგვტ, მზის - 36 მგვტ, ხოლო ქარის - 20.7 მგვტ.