მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი გარიგება შედგა

ენერგეტიკული ბირჟა

1-ელ ივლისს ამოქმედებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი ვაჭრობა შედგა. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ინფორმაციით, ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის მოცულობამ 1022 მგვტ.სთ შეადგინა, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა - 126.43 ლარი/მგვტ.სთ-ზე.

"დღით ადრე ბაზარზე პირველი ვაჭრობა შედგა. 2024 წლის 24 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის, ჯამურად ნავაჭრი ელენერგიის მოცულობა არის 1022 მგვტ.სთ, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა 126.43 ლარი/მგვტ.სთ-ზე", - აღნიშნავენ საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაში.

6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.

თავდაპირველად ბირჟას 4 მონაწილე ჰყავდა, თუმცა ამჟამად ჩამონათვალი 13-მდეა გაზრდილი და ასეთია:

  • სს ენერგო-პრო ჯორჯია;
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
  • შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია;
  • სს თელასი;
  • შპს ლილო-მოლი;
  • სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
  • შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;
  • შპს რიცეულაჰესი;
  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია;
  • შპს სვანეთი ჰიდრო;
  • შპს ჰიდრო ჯორჯია;
  • შპს კასლეთი 2;
  • შპს გეოენერჯი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები