მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით გარე რისკები რჩება - ნარმანია

ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით შიდა რისკები პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო გარე რისკები კი რჩება. ასე უპასუხა ნარმანიამ BMG-ის მიერ დასმულ კითხვას, თუ როგორი მოლოდინი აქვს არაერთხელ გადადებულ ბირჟის გახსნასთან დაკავშირებით.

„ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით შიდა რისკები პრაქტიკულად არ არსებობს. გარე რისკები კი რჩება - ეს არის საომარი მოქმედებები მეზობლებში და ენერგეტიკულ რესურსებზე მაღალი ფასები. საბოლოო ჯამში, სამინისტროს გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ბაზრის გახსნის გადაწყვეტილებას. სისტემა მზად არის, ბაზრის მონაწილეები მზად არიან ამისთვის, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. დღით ადრე ბაზრის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და დღიური ბაზრის გაშვება ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, გადავადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები