მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული კომპანია Iberdrola ამერიკული და ბრიტანული ქსელის განვითარებისთვის €58 მილიარდს გამოყოფს

იბერდროლა

ესპანური ენერგეტიკული ჯგუფის, Iberdrola-ს მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაგეგმილი €58-მილიარდიანი ინვესტიციის თითქმის ⅔ ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ბაზრებზე იქნება კონცენტრირებული.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარე, იგნასიო გალანმა აღნიშნა, მიუხედავად დონალდ ტრამპის მზარდი წინააღმდეგობისა, განახლებადი ენერგიის მიმართულებით, აშშ ევროპული ჯგუფისთვის მაინც მიმზიდველ ბაზრად რჩება, რადგან ელექტროქსელებში ინვესტიციაზე მოთხოვნა ინდივიდუალური შტატების დონეზე რეგულირდება და არა - ფედერალურ. რაც შეეხება ბრიტანულ ბაზარს, ქვეყანა უფრო მარტივად პროგნოზირებადი და სტაბილურია, მარეგულირებელი უწყება კი კომპანიების მიერ ინვესტიციების ზრდას უწყობს ხელს.

Iberdrola ენერგეტიკის სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ელექტროქსელებსა და ელექტროსადგურებს მსოფლიოს მასშტაბით ფლობს. კომპანიის ანგარიშზეა 45 გიგავატის სიმძლავრის განახლებადი ენერგიის, ქარისა და მზის ელექტროსადგურებიც.

Iberdrola-ს თქმით, 2025-2028 წლებში კომპანიის კაპიტალის დაახლოებით 35% დიდი ბრიტანეთის ბაზრისკენ იქნება მიმართული, 30% - აშშ-ზე, 15% - პირენეის ნახევარკუნძულზე, 12% კი - ბრაზილიისკენ. აქედან, კომპანიის ინვესტიცია €50 მილიარდს შეადგენს, პარტნიორთა კონტრიბუცია კი €8 მილიარდი იქნება. ამასთან, €37 მილიარდი ელექტროქსელების განვითარებას მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები