მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოკრიზისის დასაძლევად, საფრანგეთში ყველა ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი ამუშავდება

6314b159a21de
გიორგი თოლორდავა
04.09.22 22:13
1123
ევროპაში არსებული ენერგოკრიზისის დასაძლევად, საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის ბირთვული რეაქტორის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სულ 56 ბირთვული რეაქტორია, 32 მათგანი კი დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებისა და სარეაბილიტაციო პროცედურების გამო, დროებით შეჩერებულია.

ცნობისთვის, სხვა ევროპულის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საფრანგეთი ელექტროენერგიის საერთო მოცულობის 67%-ს ბირთვული ენერგიის წყალობით გამოიმუშავებს. ზამთრის პერიოდში რუსეთისგან მომავალი საფრთხის მკვეთრად ზრდის ფონზე კი, რეაქტორების გამართულ ფუნქციონირებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საფრანგეთის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყნის ბუნებრივი აირის რეზერვები უკვე 92%-ითაა შევსებული და საფრანგეთი ზამთარს მომზადებული შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ენერგოკრიზისის საპასუხოდ, სპეციალურ ზომებს იღებს საფრანგეთის მეზობელი სახელმწიფო - გერმანიაც. კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა 40 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის დამტკიცებას გეგმავს.

მთავრობის მიზანი ნავთობისა და გაზის მკვეთრად გაძვირებით მოსახლეობაზე გაზრდილი ეკონომიკური წნეხის შემსუბუქება და რთულ ვითარებაში აღმოჩენილი მცირე ბიზნესების დახმარებაა.

პაკეტი მოიცავს როგორც საგადასახადო შეღავათებს, ასევე პირდაპირი დაფინანსების პროგრამებს, რაც, უმეტესწილად, ენერგეტიკაზეა მიმართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები