ენერგომატარებლებზე ფასების კლება ევროპაში ეკონომიკურ ზრდას ასტიმულირებს. ამჟამად ერთი ბარელი ნავთობი 77 დოლარი ღირს, რაც წინა წელს არსებულ 121 დოლართან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებია. გასული წლის ზაფხულთან შედარებით კი ბუნებრივი აირის საბითუმო ფასი 90%-ით არის შემცირებული.
ენერგომატარებლების, მათ შორის ბუნებრივი აირის ფასის კლება ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკებისთვის მრავალმილიარდიან დანაზოგებს წარმოშობს. მაგალითად, იტალიის ეკონომიკა მშპ-ის 3.5%-ის მოცულობის დანახარჯს დაზოგავს, ხოლო გერმანიისთვის, ესპანეთისა და პორტუგალიისთვის ეს დანაზოგი მშპ-ის 2%-ის ტოლფასი იქნება.
Berenberg Bank-ის ანალიტიკური სამსახურის შეფასებით, წელს ევროზონის ეკონომიკა სავარაუდოდ 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზრდება, მაშინ როდესაც გასული წლის ოქტომბერში 1.3 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა იყო მოსალოდნელი.
ენერგომატარებლების ფასების ვარდნა ევროკავშირში ინფლაციის შემცირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიცაა.
2022 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებმა ბუნებრივი აირის და სხვა ენერგომატარებლების სუბსიდიებზე 900 მილიარდი ევრო დახარჯეს.