რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ბიუჯეტში ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები აპრილში დაახლოებით 12%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სამინისტროს განცხადებით, შემცირების მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნაა.
საერთო ჯამში, 2025 წლის აპრილში ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან ბიუჯეტში $13.5 მილიარდი შევიდა.
2025 წლის პირველ ოთხ თვეში (იანვარი-აპრილი) რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან ჯამურმა შემოსავალმა $45 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.3%-იანი კლებაა.
ენერგორესურსების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების შემცირების ფონზე, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულადაა გაზრდილი ის უკვე 45 მილიარდ დოლარს აღწევს.