მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგოსექტორში ინვესტირების თვალსაზრისით აქტიურად ვმუშაობთ" - Keystone Investments

შენგელია

მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგი, Keystone Investments-ი სამომავლოდ ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების კუთხით მუშაობას აქტიურად აპირებს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა.

ცნობისთვის, Keystone Investments 2016 წლიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდ სექტორებსა და ისეთ კომპანიებში ახორციელებს, რომლებსაც საინტერესო ბიზნეს მოდელი აქვთ, ჰყავთ ძლიერი მენეჯმენტი და ამავდროულად საჭიროებენ დამატებით კაპიტალს, ზრდის შემდეგი ეტაპისთვის.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, Keystone Investments-ი ენერგეტიკაში ინვესტირების კუთხით საწყის ეტაპზეა და სამომავლო პერსპექტივაში, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

„ენერგეტიკის კუთხით ვართ საწყის ეტაპებზე. 50-55 მგვტ-იანი ქარის ელექტროსადგურის განვითარებაზე, რამდენიმე ლოკაციაზე ვმუშაობთ. ერთ-ერთ პროექტში CFD აუქციონშიც გავიმარჯვეთ და სამომავლო პერსპექტივაში ვაპირებთ, რომ ამ კუთხით ნაბიჯები გადავდგათ. ამ მიმართულებით, ინვესტირების თვალსაზრისით აქტიურად ვმუშაობთ“,- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები