მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენგურჰესი ყოველთვის ნდობის აღდგენის შესაძლებლობა იყო" - ილია დარჩიაშვილი ქრისტინა ოზგანის ზუგდიდში ჩასვლაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი

"ენგურჰესი ყოველთვის ნდობის აღდგენის შესაძლებლობა იყო" , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ზუგდიდში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ილია დარჩიაშვილმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მან შეხვედრის დეტალები არ იცის, თუმცა აღნიშნა, რომ ენგურჰესის წარმატებით მუშაობისთვის კომუნიკაცია საჭიროა.

"არ ვიცი, ამ შეხვედრის კონკრეტული დეტალები, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ენგურჰესი ყოველთვის იყო შესაძლებლობა ნდობის აღდგენის, ურთიერთობის, ოკუპაციის ხაზის გაყოფილ საზოგადოებას შორის. შესაძლებელია, რომ ეს კოორდინაცია საჭიროა იმისთვის, რომ ობიექტმა იფუნქციონიროს. შესაბამისად, ვიცი, რომ ობიექტის წარმატებით მუშაობისთვის კომუნიკაცია საჭიროა. ერთი ვიცი, რომ ყოველთვის, მას შემდეგ, რაც ოკუპაციის შედეგად საზოგადოება ორად გაიყო, ეს ობიექტი ყოველთვის ემსახურებოდა ნდობის აღდგენისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა დაადასტურა, რომ ზუგდიდში "ენგურჰესის" წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მან "სპუტნიკ აბხაზიასთან" აღნიშნა, საუბარი ენგურჰესის კაშხალს შეეხებოდა.

BMG-ის "ენგურჰესში" დაუდასტურეს, რომ ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში იმყოფებოდა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები