აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 18 აგვისტოს ისრაელში ჩავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, 19 აგვისტოს ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მოუწოდებს რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდეს.