მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენტონი ბლინკენი ისრაელის ხელმძღვანელობას შეხვდა - რაზე ისაუბრეს

ენტონი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენი ისრაელის ხელმძღვანელობას შეხვდა.

"მას შემდეგ, რაც აშშ სულ უფრო შიშობს ღაზას სექტორში და ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ბრძოლების გამო, სამშაბათს ისრაელის მაღალი რანგის ლიდერები შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ანტონი ბლინკენს", - წერს უცხოური მედია.

ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს, საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელ კაცს და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე თავდაცვის მინისტრ იოავ გალანთს, სამხედრო კაბინეტის მინისტრ ბენი განცს, ისრაელის სადაზვერვო სააგენტოების უფროსებს და სამხედრო კაბინეტის სრულ შემადგენლობას შეხვდება.

ჰერცოგთან შეხვედრისას ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა დაუღალავ ძალისხმევას დებს ჰამასის ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლების საკითხში. ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ისინი უკიდურესად გართულებული პირობების ფონზე ყველაფერს აკეთებენ, რათა განუზრახველი შედეგები და მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი თავიდან აირიდონ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ნეთანიაჰუსთან საუბარში ბლინკენმა “ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები