CNN- ის ინფორმაციით, რეგიონში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა.
გამოცემის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ხვალ სტამბოლში შეხვედრებს გამართავს. მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ იგი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც შეხვდეს.
რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის შემდეგ ბლინკენი ეწვევა იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს.
გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელა ეს ბლინკენის რეგიონში მეოთხე ვიზიტია.