მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Epic Games-მა Google-ის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა | სასამართლო Google-ს მონოპოლად ცნობს

epic
სტატიაში საუბარია:

სამწლიანი სასამართლო დავის დასრულების შემდეგ, ცნობილი ვიდეო თამაშის, Fortnite-ის შემოქმედმა, Epice Games-მა კომპანია Google-ის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

სასამართლოს შეფასებით, Google-ს მობილური აპლიკაციების ბაზარზე სრული მონოპოლია აქვს, რაც მის მიერ შექმნილი Android-ის სისტემით და Google Play-ით არის განპირობებული, სადაც მხოლოდ იმ აპლიკაციების განთავსებაა შესაძლებელი, რომელსაც თავად Google აუნთებს მწვანე შუქს.

გარდა ამისა, გამოძიებიდან ირკვევა, რომ კომპანიის საფასო პოლიტიკა სრულადაა დამოკიდებული უშუალოდ Google-ის გადაწყვეტილებაზე, რაც კომპანიას აძლევს იმის საშუალებას, რომ აპლიკაციებს შემოსავლებზე 30%-იანი საკომისიო მოსაკრებელი დაუწესოს, რაც ნებისმიერი სტანდარტით ზედმეტად მაღალი მაჩვენებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ დავა მხოლოდ Google-ს არ ეხება, სასამართლოში მეორე საქმეცაა აღძრული, რომელიც Apple-ის App Store-ს უკავშირდება და მასთან მიმართებითაც ვითარება ანალოგიურია - კომპანია იმ მოცულობის მოსაკრებელს აწესებს, რამდენიც მას სურს და აპლიკაციების დეველოპერებს ამ წესებთან უწევთ დამორჩილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პლატფორმის დატოვება უწევთ, რაც მარტივად რომ ვთქვათ გაკოტრებას ნიშნავს.

Epic Games-ისა და Google-ის სასამართლო დავას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება მომავალში, შესაძლოა, პრეცედენტულ მაგალითად იქნეს გამოყენებული და ამან არსებითად შეცვალოს ტექნოლოგიური გიგანტების მიმართ არსებული რეგულაციები და საბაზრო მდგომარეობა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები