ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით ტექნოლოგიური გიგანტები დომინაციას განაგრძობენ. 2023 წლის განმავლობაში AI-ს განვითარებაზე Microsoft-მა, Google-მა და Amazon-მა უფრო მეტი ფული დახარჯეს, ვიდრე ყველა საინვესტიციო და VC ფონდმა ჯამურად.
საერთო ჯამში, AI-ტექნოლოგიის განვითარებაზე გასულ წელს 27 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, აქედან 2/3 კი სწორედ ზემოხსენებულ სამ კომპანიაზე მოდის.
მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის განვითარებას დიდი რაოდენობით ფინანსური რესურსები, ადამიანური ტალანტი და კომპიუტერული სიმძლავრე სჭირდება, ამ მიმართულებით კი ტექნოლოგიური გიგანტები უკონკურენტონი არიან, ამიტომაც AI-ბუმით ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ ისინი მიიღებენ, როგორც ინვესტორები, ასევე როგორც ამ ტექნოლოგიის მომხმარებლები და რეალიზატორები.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.