მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EPRC "რუსული კანონის" რეესტრში არ დარეგისტრირდება

ევგენიძე

არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ღირსების შემლახავ „რუსულ კანონს“, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა ნინო ევგენიძემ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ "რუსული კანონის" თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დღეის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.

„ჩვენი ორგანიზაცია პუტინიზმის და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ვართ ძალიან კრიტიკულები. ისევე, როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების 99%, როგორც ამას იუსტიციის სამინისტრო ამბობს, არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ღირსების შემლახავ "რუსულ კანონს", რადგან ის ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საქართველო რუსეთი არ არის და აქ ვერ მოხერხდება იმ სისტემის ჩამოყალიბება, რაც პუტინის რეჟიმს გააჩნია. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო იყოს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი და ყოველთვის ჰქონდეს თავისი ღირსეული ადგილი ამ მოწინავე, დასავლური სამყაროს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ევგენიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები