ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის ნინო ევგენიძის თქმით, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მთავარი გზავნილი ქართველი ხალხისადმი, ბრძოლის გაგრძელებაა.
როგორც ევგენიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ისინი არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას და „დასჯას.“
ევგენიძის თქმითვე, სამომავლოდ მოსალოდნელი სანქციები მხოლოდ კონკრეტულ პირებზე იქნება მიმართული.
„ძალიან ისტორიულ მომენტში გვიწევს ყოფნა, ის ადამიანები რომლებიც ჩამოსულები არიან საქართველოში დიდი მეგობრები არიან ჩვენი და უდიდესი წვლილი აქვთ გაწეული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. ნახეთ კომენტარები მათი მხრიდან, ისინი ამბობენ, რომ თუ ეს კანონი ამოქმედდა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და მოლაპარაკებების პროცესი არ გაიხსნება. თუ როდის განახლდება ახლიდან არავინ იცის მთელ მსოფლიოში მიმდინარე კატაკლიზმების გამო, ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათი ვიზიტი. ეს პროტესტი რომელიც საზოგადოებაში არსებობს არავის ყურადღების მიღმა არ რჩება და მთელი მსოფლიო აქცევს ჩვენთან დემოკრატიის პროცესს ყურადღებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. მსოფლიოს აქვს ეს მოლოდინი, ამიტომ უნდა ვიყოთ დაუღალავები, ვერ უნდა შეძლოს ივანიშვილის მაფიოზურმა რუსულმა ხელისუფლებამ ვერანაირი წარმატების მოპოვება ამ ბრძოლაში.
პრემიერის განცხადებები და უარი მაღალი დონის ვიზიტორებთან შეხვედრაზე ადასტურებს იმას, რომ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ამიტომ არავინ შეეგუება აქ რომ რუსეთის პერიფერია გავხდეთ.
მიზნის ბოლომდე მიყვანა მოითხოვს დიდ ნებისყოფას. ასეთი ხელისუფლება არასდროს ჰყოლია საქართველოს რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ძალიან დიდი სირცხვილია და ამ სირცხვილით არავინ მიგვიღებს ევროკავშირში.
შეხვედრებზე მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიიღო მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, რომ ისინი არ აპირებენ ქართველი ხალხის დასჯას. ის ღონისძიებები რაც იქნება მიმართული რუსულ ხელისულფების და ოლიგარქის წინააღმდეგ იქნება თარგეტირებული და ეს ხალხს არ დააზარალებს.
მათი მთავარია გზავნილია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ უბრალოდ ეს რუსული რეჟიმი აღარ იყოს ხელისუფლებაში და ისინი დგანან ამ ბრძოლაში ქართველ ხალხთან ერთად. ყველა განცხადება იქნება ეს აშშ-ის მაღალი დონის პირების თუ ევროპული ლიდერების მხრიდან, ყველა მიმართულია ქართველი ხალხის მიმართ და არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის, რადგან ყველასთვის ნათელია, რომ არსებული ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან,“ - განაცხადა ევგენიძემ.
13 მაისს ლიტვის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ფინეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში ვიზიტი დაიწყეს. ვიზიტის ფარგლებში ევროპელი სტუმრები ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ, საუბარი კი ცხადია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის უკავშირდებოდა.