მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექთნის ხელფასი ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს საკმაოდ ჩამორჩება“ - ეკატერინე ქავთარაძე

63959bad1ea79
თათია კაკიაშვილი
11.12.22 23:55
1070
„ერთია, რომ ყოველ წელს ახალი მსურველი ექთნების რაოდენობა მცირდება, მეორე კი - ძალიან ბევრმა ექთანმა პროფესია შეიცვალა,“ - ამის შესახებ BMG-ს „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ქავთარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ექთნების მიერ პროფესიის შეცვლა უფრო მაღალანაზღაურებად პროფესიებში გადაკვალიფიცირებას უკავშირდება. მეორე პრობლემური საკითხი კი კვალიფიციური ექთნების საზღვარგარეთ გადინებაა.

„ჩვენთან ექთნის საშუალო ხელფასი საკმაოდ ჩამორჩება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს. ამ ნაწილში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კერძო სექტორის მხრიდან რა პასუხისმგებლობაც გვაწევს, ავიღოთ და, მაგალითად, შარშან ბიუჯეტი 5 მლნ ლარით გავზარდეთ, რათა ექთნების მინიმალური ანაზღაურების სქემა შემოგვეღო.

ასევე, შევიმუშავეთ ყოველთვიური წამახალისებელი მექნიზმები, რომლებიც სწორედ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართულობასა და პაციენტის კმაყოფილებაზეა მიბმული. თუმცა მხოლოდ ეს ვერ მოაგვარებს პრობლემას. აუცილებელია, როდესაც სახელმწიფო ტარიფიკაციას აკეთებს, იქ გათვალისწინებული იყოს ის ანაზღაურება, მათ შორის ექთნებისთვისაც, რომელიც ამ პროფესიის მდგრადობას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ეკატერინე ქავთარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. კერძოდ, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები