მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექვს თვეში რუსეთიდან საქართველოში 577 632 შემოსვლა დაფიქსირდა - ზრდა 134%-ია

64b4fbecdb315
მარიამ ვარადაშვილი
17.07.23 12:23
963
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2 529 517 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო 21%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებელზე. შესაბამისად პანდემიამდე პერიოდთან შედარებით აღდგენა 78.3%-ია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირველ და მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით თურქეთი ლიდერობს, საიდანაც 582 527 ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 122%-ს აღემატება, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 16.6%-ია. მეორე ადგილზეა რუსეთი, საიდანაც 577 632 ვიზიტი განხორციელდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 134%-ს შეადგენს, თუმცა 16.5%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. მესამე ადგილს 397 116 ვიზიტით სომხეთი იკავებს, ზრდა 103%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 25.2%-ით ნაკლებია. მეოთხე ადგილზეა ისრაელი, საიდანაც პირველ და მეორე კვარტალში 106 530 ვიზიტი განხორციელდა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 26%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 38%-ით მეტია. მეხუთე ადგილს კი იკავებს აზერბაიჯანი, საიდანაც 85 777 ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 29.2%-ია, ხოლო 86.2%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2 860 117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 75.9 %-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები