ერევნის მერია ქალაქში სატრანსპორტო რეფორმის ახალ ეტაპს აანონსებს. მთავრობის გეგმის თანახმად, 2024 წლისთვის ქალაქში თანამედროვე ავტობუსები, მიკროავტობუსები და ელექტრობუსები უნდა გამოჩნდეს.
გარდა ამისა, იგეგმება სატრანსპორტო სისტემის სრული გაციფრულება. მოქალაქეებს პირდაპირ მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეეძლებათ მარშრუტის არჩევა და ტრანსპორტის გადაადგილების მონაცემებზე პირდაპირ რეჟიმში დაკვირვება.
გარდა ამისა, ავტობუსების გაჩერებებზე დამონტაჟდება ციფრული ტაბლოები და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა.
ცნობისთვის, რომ ერევნის სატრანსპორტო რეფორმის პროცესში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარებისათვის „თეგეტამ“ ერევანს გერმანული ბრენდის ავტობუსები ოფიციალურად გასული წლის მიწურულს გადასცა. სომხეთის დედაქალაქში MAN-ის სატრანსპორტო საშუალებები ჰოლდინგის ცენტრალური სერვისცენტრიდან გაიგზავნა. კომპანია ერევნის მერიის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია. „თეგეტასგან“ სატრანსპორტო საშუალებები ერევნის მერმა და ვიცე-მერმა ჩაიბარეს. დელეგაცია სომხეთის დედაქალაქიდან, ჰრაჩია სარგსიანის ხელმძღვანელობით, თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა.