ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება სურდა, თუმცა მარეგულირებელს გადაწყვეტილების მიღების ეშინია.
"ეროვნულმა ბანკმა შეცდომა დაუშვა, როდესაც განაკვეთი შეამცირა, წინა გადაწყვეტილებას ვგულისხმობ. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. საარჩევნო წელი მოდის და ეროვნულ ბანკს სურს, ეკონომიკური აქტივობა მაღალი იყოს. ეროვნულ ბანკს დღესაც სურდა განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება, თუმცა პროცესები სხვანაირად განვითარდა. 29 აპრილის შემდეგ მოლოდინები მნიშვნელოვნად შეიცვალა, ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, საკრედიტო აქტივობა შემცირდა, ლარმა გაუფასურება დაიწყო. ეროვნულ ბანკს ეშინია, რომ რეფინანსირების განაკვეთის კიდევ შემცირება, გავლენას მოახდენს ლარის გაუფასურებაზე", - განაცხადა აკაკი ცომაია.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 19 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.