მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულ ბანკს უფლება ექნება გამონაკლის შემთხვევაში შაბათ-კვირა ბანკებისთვის სამუშაო დღედ გამოაცხადოს

სებ

ეროვნულ ბანკს უფლება ექნება შაბათ-კვირა ბანკებისთვის სამუშაო დღედ გამოაცხადოს - ამას ითვალისწინებს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც საგამონაკლისო შემთხვევაში შაბათის ან კვირა დღის სამუშაო დღედ გამოცხადების საშუალებას იძლევა.

"ორგანული კანონის 49-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილებებით, ზუსტდება რომ შაბათი ან/და კვირა დღე შეიძლება გამოცხადდეს საბანკო დღედ,"- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ცვლილებების ავტორად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ოცნების 10-მდე დეპუტატი არის მითითებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები