მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი დაბნეულია და ძალიან უცნაურ პოლიტიკას ეწევა - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

ეროვნულ ბანკი დაბნეულია და ძალიან უცნაურ პოლიტიკას ეწევა - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია "ევროოპტიმისტების" წევრი რომან გოცირიძე სებ-ის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს.

"ეროვნულ ბანკი დაბნეულია და ძალიან უცნაურ პოლიტიკას ეწევა. არნახული ოდენობით გასცა წინა კვირას. აგერ მეორეჯერ უკვე გასულ კვირას 3.7 მეათედი მილიარდი ანუ ერთის ხელით ასუსტებს ლარს და მეორე ხელით ყიდის დოლარებს, 60 მილიონი გაყიდა და ინტერვენციები განახორციელა, ანუ უკან დაახლოებით 170 მილიარდი მილიონი ლარი ამოიღო. ანუ ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს. ამის მიზეზი რა თქმა უნდა, არის ის ვითარება, რაც შეიქმნა ქვეყანაში რუსული კანონის მიღებიდან. ეროვნულმა სამჯერ უზარმაზარი ინტერვენცია განახორციელა.

ასეთი რამ არ ყოფილა არასდროს. 168 მილიონი დოლარი გაყიდა იმისათვის, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება შეეჩერებინა, სებ-ის რეზერვებმა იკლო 5.2 მილიარდიდან, 4.5 მილიარდამდე, ანუ უკვე ჩამოსცდა ადვოკატურის იმ ზომას, რომელიც შეიძლება ასე ვთქვათ ლარის სტაბილურობის ერთ-ერთი ფაქტორი ყოფილიყო. ეს მოიტანა აი ამ ერთმა რუსულმა, აი, ამ დანაშაულებრივმა კანონმა და ეს მხოლოდ პირველი რეაქციაა. რა მოხდება ბაზარზე შემდეგ უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ფონზე, ძნელია ასე ვთქვათ, საპროგნოზო არ არის ერთადერთი ნუგეში თუ იმედი არის ის რომ არჩევნებამდე 5 თვე დარჩა. როგორმე იქამდე უნდა გავძლოთ და მერე მოვიცილოთ ეს ხელისუფლება და დავადგეთ ნორმალური განვითარების გზას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკა ჩამოიშლება ფინანსების და ქვეყანაც დაიცლება", - რომან გოცირიძე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები