მისი თქმით, დონორებისთვის სულერთი არ უნდა იყოს, თუ ვის ხელში აღმოჩნდება მათი მილიარდები. გოცირიძე ამ ყველაფერს ეროვნულ ბანკში მიმდინარე მოვლენების შეფასების კონტექსტში წერს. ის მიიჩნევს, რომ ახლა მთავრობა ცდილობს, რომ ამ ფინანსურ ინსტიტუტზე მმართველობა მოიპოვოს.
"სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლობების ხელმძღვანელები დროა გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და უფრო აქტიურები გახდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოს ეროვნულ ბანკში. მათთვის სულერთი არ უნდა იყოს, ვის ხელში აღმოჩნდება მათი მილიარდები.
მას შემდეგ, რაც განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს აშანტაჟებენ, რათა აიძულონ ისინი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად (პირველ ვიცე-პრეზიდენტად) აირჩიონ ხელისუფლებისათვის სასურველი კანდიდატი და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან საფინანსო კლანის შესაქმნელად.
საბოლოო მიზანი ეროვნული ბანკის მორჩილი პრეზიდენტის დასმა და ამ სფეროშიც ოლიგარქის არაფორმალური მმართველობის განმტკიცებაა. თუ რა მოსდევს ამას, ყველაზე ნათელი მაგალითი მოლდოვაა, სადაც გაქრა ქვეყნის სავალუტო რეზერვებიდან ერთ მილიარდ დოლარზე მეტი. ის ოლიგარქი ახლა გაქცეულია ქვეყნიდან და ინტერპოლი ეძებს, მაგრამ ამით დაკარგულ ფულებს არაფერი ეშველა.
“ქართულმა ოცნებამ” უკვე ჩართო თავისი პროპაგანდისტული მანქანა, ტელეკომპანია “იმედი” და მოსყიდული “ექსპერტები”. მათი მიზანია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის გაშავება და კლანის მორჩილი წევრით მისი ჩანაცვლება. “იმედის” კვირის გადაცემა ამზადებს შეკვეთილ ვრცელ სიუჟეტს. პარალელურად მიმდინარეობს საბჭოს წევრების “დამუშავება”. თუმცა რაღა დამუშავება სჭირდებათ, ისედაც ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.
ამ კლანური გადატრიალების შემდეგ ნდობადაკარგული ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს ნორმალურად მუშაობას, მისი ხელმძღვანელი პირები კი ისეთივე მიუღებლები გახდებიან საზოგადოებისათვის, როგორიც დღეს იუსტიციის საბჭოა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლობების პასიურობაც არის დღეს შექმნილი ვითარების მიზეზი. რომ არა პანდემიის დროს მათ მიერ გაწეული საფინანსო და სხვა სახის დახმარებები, რა უბედურება დატრიალდებოდა ქვეყანაში, არაა ძნელი მისახვედრი. ახლა რუსული ფული შემოვიდა და ხელისუფლებას არც სავალუტო ფონდის პროგრამის შესაძლო შეჩერება ადარდებს და არც ქვეყნის რეპუტაცია. შემთხვევით თავზე გადმოყრილი ფული მუდმივი არ არის, მით უმეტეს, რუსული.
კარგად დაფიქრდნენ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, რას აიძულებენ და უღირთ თუ არა ამაზე წასვლა", - წერს რომან გოცირიძე facebook-ში, თავის გვერდზე.