მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი დღეს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს

5ecd17553c4a3
BM.GE
27.05.20 09:40
899
27 მაისს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, სოციალურ ქსელ Facebook - ის საშუალებით, საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.

მედიის წარმომადგნელებს, პირდაპირი ჩართვის დროს შესაძლებლობა ექნებათ შეკითხვები დაუსვან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ 12:00 საათზე დაიწყება.

კომიტეტი შედგება ცამეტი წევრისგან. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, შესაბამისი დეპარტამენტებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები. კომიტეტს ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ წინასწარ დადგენილი კალენდრის შესაბამისად. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი რეგულარულად აფასებს და აანალიზებს სისტემურ რისკებს, ფინანსური სექტორის ციკლურ პოზიციას და იღებს გადაწყვეტილებებს კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის შესახებ. აგრეთვე, ადგენს მაკროპრუდენციულ პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტებს, როგორიცაა: სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტები; სექტორზე დამოკიდებული რისკის წონები; კაპიტალის დამატებითი მოთხოვნა სისტემური მნიშვნელობის ფინანსურ ინსტიტუტებზე; და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები