მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ინტერნეტ მაღაზიას ახალი ვებგვერდი აქვს

მუზეუმი
21.10.24 16:22
341
სტატიაში საუბარია:

როვნული ბანკის ფულის მუზეუმის ახალი პლატფორმით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. სრულად განახლებული ფუნქციონალით, დიზაინითა და ფორმატით შექმნილი ვებგვერდი განახლებულ ინტერნეტ მაღაზიასაც მოიცავს.

ინტერნეტ მაღაზიის ახალი ვერსია პასუხობს თანამედროვე ციფრულ მოთხოვნებს და მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებელზე - აქვს მარტივი ნავიგაცია, გაუმჯობესებული საძიებო სისტემა და რაც მთავარია, საიტის დიზაინი თავსებადია ყველა ტიპის მობილურ მოწყობილობასთან (Mobile Responsive), მუშაობს ყველა ოპერაციულ სისტემაზე (Windows, Linux, Mac, Android, IOS) და ყველა პოპულარულ ვებბრაუზერში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული სარეალიზაციო პროდუქციის, განსაკუთრებით კი საკოლექციო მონეტების მიმართ ბოლო პერიოდში გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, სულ უფრო მატულობს ინტერნეტ მაღაზიის ვიზიტორთა რაოდენობა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული სარეალიზაციო პროდუქციის გარდა, ახალი ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ გაეცნონ ფულის მუზეუმის საექსპონატო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.

ასევე, ახალი ვებგვერდი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას:

  • გაეცნონ ნუმიზმატიკურ-ბონისტიკურ კატალოგს
  • ვირტუალური ტურის (3D) მეშვეობით დაათვალიერონ ფულის მუზეუმის სივრცე
  • წაიკითხონ ნუმიზმატიკა-ბონისტიკის სფეროში არსებული აკადემიური ნაშრომები, სტატიები და სიახლეები
  • ჰქონდეთ წვდომა ფულის მუზეუმში ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ლექციების შესახებ ინფორმაციასთან
  • პირდაპირ ვებგვერდიდან დაგეგმონ ვიზიტი ფულის მუზეუმში
  • გამოიწერონ მათთვის საინტერესო სიახლეები და გაეცნონ სფეროში დაგეგმილ პროექტებს
  • ახალი ვებგვერდის მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ ეროვნული ბანკის მიერ ბანკნოტების/მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევ კონკურსებში
  • ახალი პლატფორმის განახლებული ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქცია

საწყის ეტაპზე ახალი ვებგვერდი - https://moneymuseum.nbg.gov.ge სატესტო რეჟიმში იმუშავებს. გარკვეული პერიოდით ხელმისაწვდომი იქნება ძველი ვებგვერდიც, მისამართზე - https://old.moneymuseum.nbg.gov.ge.

სხვა სიახლეები

  • 17 ივლისი, 2024

    ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა ემიგრანტებს უმასპინძლა

  • 14 ივნისი, 2024

    ეროვნული ბანკის ევრო 2024-ის მონეტა ოქროს და ვერცხლის იქნება

  • 23 მაისი, 2024

    ეროვნული ბანკის პირველი საკოლექციო ბანკნოტის დიზაინის კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები