მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის ინიციატივით ფინანსური განათლების გამოფენა გაიმართება

ფინედუ

ეროვნული ბანკის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო გამოფენას წელს საქართველოს საფინანსო სექტორიც შეუერთდა. ღონისძიება 6-7 ოქტომბერს, "ექსპო ჯორჯიაში"  გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობის მიზანი ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

მოსახლეობის ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ასახულია კიდეც ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიაში. ამ მიმართულებით ქვეყნის მთავარი ბანკი დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობით ბოლო წლების განმავლობაში  არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებას ახორციელებს.

თბილისში განათლების ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი გამოფენა "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებაში ეროვნული ბანკთან ერთად  ჩაერთვება მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge), საბანკო ასოციაცია და ხუთი კომერციული ბანკი - საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი და პაშა ბანკი/რებანკი.

გამოფენის დამთვალიერებელს  შესაძლებლობა ექნება დაესწროს საინტერესო ლექციებს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქციულ აქტივობაში.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები