მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხებზე ეროვნული ბანკის განათლების პორტალ „ფინედუს“ ორგანიზებით „მოქალაქეობის“ 100-მდე მასწავლებელი დატრენინგდა

ეროვნული ბანკი
14.12.23 17:20
330
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალფინედუს“ (www.finedu.gov.ge) ორგანიზებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების სწავლების მორიგი ეტაპი დასრულდა. ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის შემდეგ, ეროვნული ბანკიმოქალაქეობისპედაგოგებს ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხებზე ტრენინგებს წელიწადში რამდენჯერმე ატარებს. დღეისთვის აღნიშნული მოდულიმოქალაქეობის“ 600-ზე მეტმა მასწავლებელმა გაიარა.

2023 წელი 4 ტრენინგით დაიხურა. სწავლება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში წარიმართა. ტრენინგში მონაწილეობის მიღება უფასოდ შეეძლო ყველა დარეგისტრირებულ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის საგანმოქალაქეობას“. დეკემბერში გამართულ ტრენინგებს თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების 100-მდე მასწავლებელი დაესწრო.

ტრენინგებიმოქალაქეობისმასწავლებლებისა და მათი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ დამხმარე სასწავლო მასალებზეა აგებული. აღნიშნული სასწავლო მასალა გერმანული შემნახველი ბანკების ფონდშპარკასესმხარდაჭერით, ასევე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ჩართულობით შემუშავდა.

2-დღიან ტრენინგზე განხილული იყო ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფინანსური და ეკონომიკური საკითხები მე-9 კლასისთვის:

  • პროფესია და სამსახური
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
  • საფინანსო ორგანიზაციები და მომსახურებები
  • დაზღვევა
  • მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები

ტრენინგმოდული თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ დამხმარე აქტივობებსაც მოიცავს, რომლებიც დაეხმარებათ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში. რაც, თავის მხრივ, დაეხმარება მოსწავლეებს, სასწავლო პროგრამის მარტივად გააზრებასა და პრაქტიკული კუთხით დანახვაში.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სრული სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, 2018 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგანმოქალაქეობაშიინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდშპარკასესმხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე მე-7 კლასის მასწავლებლებისთვის დამხმარე სასწავლო მასალა შემუშავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები