მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ვმუშაობთ - თურნავა

ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ვმუშაობთ და როცა რელევანტურად ჩაითვლება, განსახილველად მზად ვართ, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„მმართველობითი რეფორმა წლებია წამოწყებულია. მე არ მახსენდება თქვენი[რომან გოცირიძეს] ასეთი ცხოველი ინტერესი იყო თუ არა ადრეც მმართველობით რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა დღესაც ვმუშაობთ და პირველადი გარკვეული კონცეპტუალურ დონეზე გავლილი დოკუმენტები სავალუტო ფონდთან გვაქვს და როცა ჩაითვლება ეს რელევანტურად, ამის განხილვისთვისაც მზად ვართ“, - მიმართა ნათია თურნავამ ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძეს, რომელიც თავის მხრივ, დაინტერესდა, თუ როდის წარადგენს სებ-ი ცვლილებებს.

„2 წელია მიდის საუბარი, რომ ეროვნული ბანკის მმართველობის სისტემა არის შესაცვლელი. ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელი წევრებს საბჭოში უნდა ჰქონდეთ მეტი უფლებები და არ უნდა იყვნენ სტატისტები. უნდა მოგემზადებინათ კანონპროექტი, რომელიც არსად არ არის. სანამ თქვენ მოხვიდოდით, მანამდეც ვკითხულობდი, დღესაც ამას ვკითხულობ, არადა IMF მუდმივად მოგმართავთ ამ რეკომენდაციით. მე წარვადგინე კანონპროექტი, თქვენი გასაკეთებელი გავაკეთე, ამას განვიხილავთ ალბათ სულ მალე და იტყვით თქვენს დასკვნას“, - თქვა გოცირიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები