მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა ემიგრანტებს უმასპინძლა

მუზეუმი
17.07.24 13:11
485
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა, ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის წარმომადგენლებსა და მასთან არსებულ ქართულ-ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "ივერიელებს" უმასპინძლა.

სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" წარმომადგენლებმა, საბერძნეთში მცხოვრები 30-მდე ქართველი ემიგრანტი მოსწავლისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს. ახალგაზრდები ეროვნული ბანკის ფუნქციებს, ფინანსური განათლების ძირითად ინსტრუმენტებს და საგანმანათლებლო პროექტებს გაეცნენ.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ფულის მუზეუმის კურატორმა, როლანდ სპანდერაშვილმა სტუმრებს სპეციალური ტური ჩაუტარა, გააცნო ქართული ფულის ისტორია და უნიკალური ექსპონატები დაათვალიერებინა.

ემიგრანტების ვიზიტი ფულის მუზეუმში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული სტრატეგია 2023 წელს განახლდა და საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, მის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე სეგმენტად ემიგრანტები განსაზღვრა. ამ მიზნით ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში რამდენიმე საგანმანათლებლო აქტივობა განახორციელა. მიზანი კი ფინანსური განათლების ამაღლებასთან ერთად ემიგრანტების მხარდაჭერა, საქართველოში ინტეგრაცია და გაძლიერება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები