მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა 359.1 მლნ ლარის მოგება მიიღო, საიდანაც ბიუჯეტში 140 მლნ გადარიცხა

617ab1002ddbd
თელარა გელანტია
28.10.21 18:21
805
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 8 თვეში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 140.3 მლნ ლარის მოცულობის დივიდენდი გადაირიცხა, რაც 9 თვის გეგმის 99.8%-ს და წლიური გეგმის 73.5%-ს შეადგენს. მისივე ცნობით, აღნიშნული თანხის ძირითად ნაწილს საქართველოს ეროვნული ბანკის მოგებიდან მიღებული დივიდენდი წარმოადგენს.

აღსანიშნია, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი მოგებიდან ფინანსთა სამინისტროს დივიდენდის სახით 140 მლნ ლარი გადაურიცხა.

როგორც bm.ge-ს სებ-ში განუცხადეს, საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის გასანაწილებელმა საოპერაციო მოგებამ, ჯამში, 359 მლნ 138 ათასი ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციითვე, შემოსავლის წყარო, ძირითადად, საერთაშორისო რეზერვების მართვიდან მიღებული ფინანსური რესურსია, კერძოდ, განთავსებული დეპოზიტებიდან და ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლები და ასევე, მონეტარული პოლიტიკის ოპერაციებიდან, კერძოდ, კომერციული ბანკებისათვის მიცემული სესხებიდან, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავალი.

როგორც ეროვნულ ბანკში bm.ge-ის უთხრეს, საბიუჯეტო ვალდებულების დაფარვის შემდეგ, 359.1 მლნ ლარის მოგებიდან მეორე ნაწილი ბანკის საერთო სარეზერვო ფონდში განაწილდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები