საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა $40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სებ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აუქციონზე საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0688 შეადგინა.
ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარის ღირებულება 3.0735 ლარია.
ხვალისთვის ლარის ოფიციალური კურსი 17:00 საათზე გახდება ცნობილი.




























