ეროვნულმა ბანკმა საგადასახადო მომსახურების 2 პროვაიდერი, "აჭარაფეი" და "რიკო ფეი" დააჯარიმა.
"რიკო ფეისთვის" გამოწერილი ჯარიმა 4 000 ლარია, ხოლო "აჭარაფეისთვის" 38 000 ლარი.
როგორც სებ-ის განმარტებაშია აღნიშნული, კომპანიას ფულადი სანქციები რამდენიმე დარღვევისთვის დაეკისრა. კერძოდ:
"აჭარაფეის" შემთხვევაში დაჯარიმების მიზეზია : შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევა.
- 3 (ერთ) კლიენტთან მიმართებით ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის არასათანადოდ დადგენა;
- 2 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დარღვევა;
- 3 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან გამოვლინდა ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2013 წელს რეგისტრირებული კომპანია შპს ატლას ჰოლდინგსის ეკუთვნის, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში რეგისტრირებულ TSE Holdings Limited-ის მფლობელობაშია.
დირექტორი კი, კონსტანტინე კაჭკაჭიშვილია.
"რიკო ფეის" 4 000 ლარით დაჯარიმების მიზეზი გახდა:
4 შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარმოდგენილი 2023 წლის I და 2023 წლის II ნახევრის ანგარიშგებები შეიცავდა არაზუსტ ინფორმაციას, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ ექვემდებარება დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე (სულ 4 000 ლარი).
2020 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ს ლაშა ნიკოლაიშვილი ფლობს. დირექტორი კი, მარიამ დვალია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.