ეროვნულმა ბანკმა "კრედიტსერვისი+" -ი 86 200 ლარით დააჯარიმა.
მიზეზები შემდეგია:
- ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის ფაქტი;
- ორგანიზაციის მიერ დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირება;
- „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს დარღვევა; (ზღვარს ზემოთ ანგარიშგების დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის 2 შემთხვევა);
- „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს დარღვევა (საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობის 2 შემთხვევა);
- იმავე კანონის მე-6 მუხლის დარღვევა. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 17 ფაქტი;
- კლიენტისთვის რისკის არ მინიჭების 1 ფაქტი;
- დაჯარიმების მიზეზია ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 14 შემთხვევა.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+“-ს 1999 წელს დარეგისტრირებული სააქციო საზოგადოებაა. სამეთვალყურეო საბჭოში შედიან: ნაზიკო კანდელაკი, თამარ კანდელაკი, ქეთევან ხიზანიშვილი. დირექტორი გურამ კანდელაკია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.
ეროვნულ ბანკს წლის დასაწყისიდან აღნიშნული წესების დარღვევისთვის 10 მიკროსაფინანსო ჰყავს დაჯარიმებული. გასული წლის საანგარიშო პერიოდში კი, მხოლოდ 5 მისო-სთვის ჰქონდა ჯარიმა გამოწერილი.
რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, გასული წლის 7 თვეში ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში 3 ბანკი დააჯარიმა, წელს ერთი.