ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სმარტ ფინანსი" 34 300 ლარით დააჯარიმა.
კომპანია, რომელიც "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების" წინააღმდეგ კანონის შესაბამისად დაჯარიმდა, 2009 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიას 3 მფლობელი ჰყავს. წილის 58.5%-ს გელა რიაბუხა ფლობს, 24.4%-ს შოთა გედენიძე, 17%-ს კი, გოჩა სებისკვერაძე.
დაჯარიმების მიზეზებში მარეგულირებელი წერს:
- მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 4 (ოთხი) ფაქტის გამო - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 4 (ოთხი) შემთხვევისათვის - სულ - 8,000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით;
- მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის 2 (ორი) ფაქტის გამო - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 2 (ორი) შემთხვევისათვის, სულ - 4,000 (ოთხი ათასი) ლარი;
- მონიტორინგს დაქვემდეარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარდგენის 3 (სამი) ფაქტის გამო - 100 (ასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 3 (სამი) შემთხვევისათვის, სულ - 300 (სამასი) ლარი;
- 7 (შვიდი) კლიენტთან მიმართებაში მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ განუხორციელებია კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რისთვისაც ის დაჯარიმდა - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. დარღვევის 7 (შვიდი) შემთხვევისათვის, სულ - 21,000 (ოცდაერთი ათასი) ლარი.
- "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო - ჯამში 1,000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული რეგულაციის დარღვევის გამო, ეს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გამოწერილი მეორე ჯარიმაა. პირველი, 2022 წელს 11 000 ლარის ოდენობით იყო.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.