ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს "ფასტფეი" 42 ათასი ლარით დააჯარიმა.
ეროვნული ბანკი განმარტავს დაჯარიმების მიზეზებს:
- შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 შემთხვევა;
- 2 კლიენტთან მიმართებით კანონის შესაბამისად ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის არ ქონა;
- 4 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (კერძოდ 2022 წლის პირველი და მეორე და 2023 წლის პირველი და მეორე ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა;
- 2 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან გამოვლინდა ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.
- 1 შემთხვევაში გამოვლინდა პროვაიდერში პროგრამული სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევა.
რეესტრის მიხედვით, შპს ფასტფეი 2018 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა, სადაც წილების ფლობა შემდეგნაირია: ლაშა ბანძელაძე - 33.3%, ალექსანდრე ღვინეფაძე 33.3%, დანიელი რატიანი - 33.3%. დირექტორი მარიტა კაჭახიძეა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.