მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინაგარო, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ₾4 000 დააჯარიმა?

კარიმა

არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის 2 შემთხვევის გამო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ფინაგრო" ეროვნულმა ბანკმა 4 000 ლარით დააჯარიმა.

"მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო - „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ - 4,000 (ოთხი ათასი) ლარი", - წერს ეროვნული ბანკი 21 აგვისტოს დოკუმენტში.

კომპანია სააქციო საზოგადოებაა, რომელიც 2007 წელს დარეგისტრირდა და გენერალური დირექტორი ალექსი ახალბედაშვილია.

სააქციო საზოგადოების გამგეობის წევრები არიან დავით კვერნაძე და ლაშა რამიშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები