მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა "ფეი უნიქარდი" 39 500 ლარით დააჯარიმა - მიზეზები

სებ

ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს "ფეი უნიქარდი" 39 500 ლარით დააჯარიმა.

მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიზეზები შემდეგია:

  • შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევის გამო;
  • 10 კლიენტთან მიმართებით არ მომხდარა მათი ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დოკუმენტურად დადგენა;
  • 1 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა პროვაიდერის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება;
  • 1 კლიენტთან მიმართებით არ მომხდარა კლიენტის ქონების შესახებ მოპოვებული დოკუმენტების შენახვა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიის 100% პრივილეგირებული აქციების მფლობელი ნანა ქებურიაა. არაპრივილეგირებული აქციის მფლობელები კი ასე ნაწილდებიან : სულხან პაპაშვილი - 30%, ვოლოდიმირ ნოსოვი [უკრაინის მოქალაქე] - 50% და ლაშა პაპაშვილი - 20%-მდე. კომპანიის დირექტორი სულხან პატარიძეა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში 2024 წელს მხოლოდ 2 ბანკი დააჯარიმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები