მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა შპს „ლომბარდო“ 47 ათასი ლარით დააჯარიმა - მიზეზები

სები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემ სუბიექტს შპს „ლომბარდო“ ჯამში 47,000 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დარღვევები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის, ასევე შიდა კონტროლისა და ანგარიშგების წესების დაცვის კუთხით გამოვლინდა.

დაკისრებული ჯარიმები და მიზეზები მოიცავს:

პირველადი აღრიცხვის ფორმის დაგვიანებით წარდგენას - 5,000 ლარი;
ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 3 ფაქტს - ჯამში 6,000 ლარი;
შიდა კონტროლის პოლიტიკის/პროცედურების არარსებობას - 5,000 ლარი;
პროგრამული სისტემის ხარვეზებით ფუნქციონირებას, მათ შორის საეჭვო ოპერაციებისა და სანქცირებული პირების გამოვლენის ნაწილში - 15,000 ლარი;
ზედამხედველობის ანგარიშგებით არასწორი ინფორმაციის წარდგენის 4 ფაქტს ჯამში 4,000 ლარი;
საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და ხასიათის დაუდგენლობის 4 შემთხვევას - ჯამში 8,000 ლარი;
კლიენტისთვის რისკის დონის მინიჭების არქონის 2 შემთხვევას - ჯამში 4,000 ლარი.

სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ორგანიზაციის წილის 100% ლია გურიელიძეს ეკუთვნის.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები