მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის მიკროსაფინანსო, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 10 000 ლარით დააჯარიმა?

ფემილი კრედიტი

ეროვნულმა ბანკმა 10 000 ლარით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტი დააჯარიმა.

მიზეზებს შორის ერთ-ერთია გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესების დარღვევა.

" შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 2 (ორი) შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ხოლო, ნახსენები დარღვევის 2 (ორი) შემთხვევისათვის, სულ - 4,000 (ოთხი ათასი) ლარი", - წერია მარეგულირებლის განცხადებაში.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კომპანიას 5 მესაკუთრე ჰყავს. წილები კი ასე ნაწილდება: უკრაინის მოქალაქე ვიტალი რულევსკი 25%; ასევე, უკრაინის მოქალაქეს, ვასილ ანტემიიჩუკს ეკუთვნის 25%; ნინო გრძელიძე 17%; ლია მაღულარია 17%; ვახტანგი ხეცურიანი 16%.

კომპანია 2016 წელს არის რეგისტრირებული. დირექტორი კი დიანა ბალხამიშვილია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები