მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი დააჯარიმა - მიზეზები

ჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი „კავკასრეესტრი“ 23,000 ლარით დააჯარიმა. მიზეზი 4 სხვადასხვა მუხლის დარღვევაა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით:

  • ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პროცესში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევა, კერძოდ შემოწმების პროცესში დაფიქსირდა, შემმოწმებელთა ჯგუფისთვის კლიენტებს შორის დადებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის (დანართი №5) არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) ფაქტი და კლიენტთა ბაზის (დანართი №1) არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“-ს 52 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 4,000 (ოთხი ათასი) ლარი.
  • ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ სამ კლიენტზე მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ არის მოპოვებული ხელმძღვანელობისგან მაღალ რისკიან პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“-ს 52 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სულ - 6,000 (ექვსი ათასი) ლარი.
  • ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ფიქსირდება საეჭვო გარიგების შესახებ ერთი ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“-ს 52 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 3,000 (სამი ათასი) ლარი.
  • ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ დანერგილი პროგრამული (ელექტორნული) სისტემის ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“-ს 52 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

სააქციო საზოგადოება 1998 წელს დარეგისტრირდა მერაბ ვარდიაშვილია. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ასეთია:

  • თავმჯდომარე/წევრი: ვახტანგ სვანაძე
  • თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: მერაბ მემარნიშვილი
  • წევრი: გიორგი ლოლაძე

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები