მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გლობალ კრედიტი ეროვნულმა ბანკმა 37 000 ლარით დააჯარიმა.
ჯარიმა გამოწერილია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის 5 სხვადასხვა დარღვევისთვის.
კომპანიის წილის 40%-ს ელგუჯა თავბერიძე ფლობს, 40%-ს სოსო ჭანტურია, 20%-ს კი, თემურ ნიკოლაძე. კომპანია 2008 წელს არის რეგისტრირებული.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.