2023 წლის 6 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 44 900 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716 შეადგინა. სებ-ის ინფორმაციით, ინტერვენცია მსხვილი ტრანზაქციით იყო განპირობებული.
"სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ეს ეროვნული ბანკის მიერ 20 სექტემბრის შემდეგ რიგით მეოთხე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა შედეგადაც ჯამში 109.6 მილიონი დოლარი გაიყიდა.